27 ნოემბერი 2024,   07:14
ვრცლად
კესარია აბრამიძე მოკლეს, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა ანტი-ლგბტ კანონი მიიღო - მიხაილ როთი

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი ქართველი ტრანსგენდერის, კესარია ბარამიძის მკვლელობას სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

"ვინც სიძულვილს დათესავს, ძალადობას მოიმკის.

კესარია აბრამიძე მოკლეს, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა ანტი-ლგბტ კანონი მიიღო.

შოკირებული ვარ და მოვუწოდებ მმართველ პარტია "ქართულ კოშმარს", რომ დაუყოვნებლივ გააუქმოს სამარცხვინო კანონი," - წერს მიხაილ როთი X-ზე.

დღის ამბები