27 ნოემბერი 2024,   08:17
ვრცლად
ქვეყნის მასშტაბით "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ღონისძიებები გრძელდება

ქვეყნის მასშტაბით "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ღონისძიებები გრძელდება, მმართველი ძალის მხარდასაჭერად ცნობილი არტისტები ამჯერად ტყიბულსა და ახალციხეში ჩავიდნენ.

ორივე ქალაქის ცენტრში შეკრებილია მოსახლეობა, სცენაზე გამოსული ხელოვანები მოქალაქეებს მიმართავენ და 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობენ.

მომღერალ გელა დონაძის განცხადებით, მისი არჩევანია ქვეყანაში იყოს მშვიდობა.

"ჩვენ გვინდა ერთიანი, ძლიერი, გამთლიანებული საქართველო. მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება. ჩვენი შემოქმედება ეძღვნება სრულიად საქართველოს", - განაცხადა მომღერალმა გელა დონაძემ.

დღის ამბები