27 ნოემბერი 2024,   08:20
ვრცლად
კორუფციის არარსებობის ინდექსით, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია - რეიტინგი მსოფლიო ბანკის გლობალური კეთილდღეობის მონაცემთა ბაზის კვლევას ეყრდნობა

საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში, აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში კი - ლიდერი. მსოფლიო ბანკის "გლობალური კეთილდღეობის მონაცემთა ბაზამ", კორუფციის არარსებობის ინდექსი გამოაქვეყნა. შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ 68% დაიმსახურა და ლატვიასთან, მალტასთან ერთად, ევროპის საუკეთესო ოცეულში მეთვრამეტე ადგილზე, მსოფლიოში კი 29-ე პოზიციაზე გავიდა.

ინდექსის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველო კორუფციის არარსებობით უსწრებს დიდი შვიდეულის ერთ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს 14 წევრს და ევროკავშირის კანდიდატ ყველა სახელმწიფოს. ამ მონაცემების მიუხედავად, ოპოზიციაში ამბობენ, რომ ევროპის ოცეულში მოხვედრა საქართველოსთვის წარმატებული შედეგი არ არის.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ინდექსის ახალი მონაცემები არგუმენტირებული პასუხია "ქართული ოცნების" ოპონენტებისთვის. სახელისუფლებო გუნდში საერთაშორისო ორგანიზაციების სხვა კვლევებსაც იხსენებენ, სადაც სხვადასხვა სექტორულ სფეროებში საქართველოს მიღწევებზეა საუბარი.

მსოფლიო ბანკის კორუფციის არარსებობის ინდექსი, "მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის" 11 წლიანი კვლევის შედეგებს ეფუძნება.

დღის ამბები