5 ივლისის საქმეზე დაკავებულ 6-ვე პირს სასჯელი შეუმსუბუქდა. სააპელაციო სასამართლომ ჯგუფური დანაშაულის ბრალდებაში ისინი გაამართლა, დანარჩენი მუხლების საფუძველზე კი 4-4 წლით პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილების გამოცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა, მსჯავრდებულების ახლობლებმა შეურაცხმყოფელი შეძახილებით დატოვეს სასამართლო დრბაზი.
მანდატურის სამსახურს რამდენჯერმე მოუწია ვითარების განმუხტვა.