27 ნოემბერი 2024,   00:03
ვრცლად
"ჩვენს სისტემაში ფუნქციონირებს ერთ-ერთი წარმატებული მოწინავე ღვინის ლაბორატორია " - სოფლის მეურნეობის მინისტრი ღვინის ლაბორატორიაში იმყოფებოდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ღვინის ლაბორატორიაში იმყოფებოდა, სადაც უახლესი ლაბორატორიული აღჭურვილობა დაათვალიერა. მინისტრი მიმდინარე სამუშაოებს და სამომავლო გეგმებს გაეცნო.

ოთარ შამუგიას განცხადებით, ქართული ღვინის იმიჯი სახელმწიფოსთვის პრიორიტეტად რჩება. გაზრდილი ექსპორტის პირობებში, ხარისხის კონტროლი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

"წლების განმავლობაში გაიზარდა როგორც ვენახების ფართობი, ასევე ღვინის წარმოება. მზარდია ექსპორტის მაჩვენებლები, ასევე ახალი თანამედროვე საწარმო შეიქმნა ქვეყანაში. 1 იანვრიდან სავალდებულო გახდა საქართველოში წარმოებული და მომხმარებლისთვის მიწოდებული ღვინის სერტიფიცირება.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ლაბორატორიული შესაძლებლობები, ჩვენს სისტემაში ფუნქციონირებს ერთ-ერთი წარმატებული მოწინავე ლაბორატორია ღვინის, რომელიც თანამედროვე სტანდარტებით აწარმოებს შესაბამის კვლევებს," - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

დღის ამბები