27 ნოემბერი 2024,   00:00
ვრცლად
ფოთში, ძლიერი ქარის შედეგად მთავარი ნაძვის ხე დაზიანდა - მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები

ფოთში ძლიერი ქარის და სტიქიის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა, ავტომანქანები, მოგლეჯილია ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები. ძლიერი ქარის შედეგად მთავარი ნაძვის ხე დაზიანდა. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

სტიქიამ ფოთის მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა. მერიაში შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც ძლიერი ქარის შედეგად მიყენებულ ზარალს დაითვლის.

ქალაქში მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, რომელსაც მერიის შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ. დროებით გადაიხურა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საგანგებო რეჟიმში მუშაობს ფოთის მერიის შესაბამისი სამსახურები.

დღის ამბები