საახალწლო "კურიერის" დასრულებისთანავე, "რუსთავი 2-ის" ეთერს "პრაიმ-ჰაუსი" განაგრძობს. რამდენიმე საათში მაყურებელი ყველაზე რეიტინგული თოქ-შოუს გამარჯვებულს გამოავლენს.
3 თვიანი ბრძოლა სრულდება - გურამ შეროზია, კოსტა სანიკიძე თუ თამაზ ლოხიშვილი, სამ ფინალისტს შორის არჩევანი ერთზე უნდა გაკეთდეს. თუმცა, მანამდე "რუსთავი 2-ის" ერთგულ მაყურებელს საახალწლო საინტერესო, მხიარული და დასამახსოვრებელი კონცერტი ელის, რომელშიც მონაწილეობასა ცნობილი მომღერლები და შოუს მონაწილეები მიიღებენ.
გამარჯვებულის გამოვლენამდე რამდენიმე საათი დარჩა, უკვე 2023 წლის პირველ იანვარს კი
"პრაიმჰაუსის" მეორე სეზონის გამარჯვებული თავის პირველ მოგებულ ბინაში შევა.