როგორი იყო 2022 წელი ქართული სპორტისთვის -კახი კალაძის შემდეგ, ქართულ ფეხბურთზე ისევ ევროპა. მილანის ქართველი მცველის შემდეგ, იტალიელმა გულშემატკივარმა
კიდევ ერთი რთულად გამოსათქმელი სახელი და გვარი დაიმახსოვრა. ხვიჩა კვარაცხელია - ახალი ქართველი ვარსკვლავი და, მარადონას შემდეგ, ნაპოლის ახალი რჩეულია.
კვარადონას გარდა, მსოფლიო საძიებო სისტემაში სხვა ქართველი სპორტსმენების გვარებიც იძებნება.
მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მამაკაცი, ლაშა ტალახაძე, რომელიც ყველა შეჯიბრზე ახალ რეკორდს ამყარებს. წელს ის მეექვსედ გახდა მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი.
2022 წელი წარმატებული იყო ქართული ძიუდოსთვისაც, ისვე როგორც ქართული რაგბისთვის, რომელმაც უელსის ნაკრებთან სენსაცია მოახდინა.
ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი