27 ნოემბერი 2024,   00:37
ვრცლად
წლის მთავარი მოვლენა - პანდემიიდან გამოსული მსოფლიო ომში აღმოჩნდა, წლის და საუკუნის მთავარი აგრესორი რუსეთია, წლის გმირი კი - უკრაინა

პლანეტის წლის მთავარი მოვლენა - წელი რთული იყო. პანდემიიდან გამოსული მსოფლიო, უფრო დიდი კატასტროფის, კაცთა კვლის: ომის უბედურებაში შევიდა, რომელიც ამ საახალწლო წუთებშიც კი გრძელდება.

რუსულმა აგრესიამ უკვე შეიწირა 100 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე. მათ შორის, ბავშვების. რუსულმა ჩექმამ მხოლოდ ერთ ქვეყანაში 14 მილიონი ადამიანი დევნილად აქცია,
აქედან 8 მილიონს კი საკუთარი ქვეყნის, უკრაინის დატოვება მოუწია.

ლტოლვილ ემიგრანტებად იქცნენ თავად რუსებიც. ბოლო 10 თვეში რუსეთიდან იმაზე მეტი ადამიანი წავიდა, ვიდრე 1917 წლის რევოლუციის შემდეგ. ომი გრძელდება და მსოფლიო ყოველდღე ახალ-ახალ რყევებს ელოდება.

წლის და საუკუნის მთავარი აგრესორი რუსეთია, წლის გმირი კი - უკრაინა.

დღის ამბები