27 ნოემბერი 2024,   00:32
ვრცლად
ოზურგეთში საშობაო ბაზრობაა მოწყობილი, 23 საათზე კი კონცერტი დაიწყება

ოზურგეთში წინასაახალწლო მზადება მიმდინარეობს. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საშობაო ბაზრობაა მოწყობილი, სადაც ადგილობრივ მეწარმეთა ხელნაკეთი ნივთების და ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს.

უკვე დამონტაჟებულია სცენაც, სადაც 23 საათზე კონცერტი დაიწყება. მსმენელისთვის ჯგუფი “ფრანი” და DJ სტეფან ბინიაკი ცნობილ კომპოზიციებს შეასრულებენ.

ღონისძიება 00:00 საათზე გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

დღის ამბები