თბილისში წინასაახალწლოდ განსაკუთრებული სამზადისია. სანამ დღის კულმინაციური ღონისძიება ევროპის მოედანზე დაიწყება, სტუმრებს საახალწლო სოფელი მასპინძლობს. ორბელიანის მოედანზე მოწყობილია კვების დახლები, ასევე, სპეციალური სივრცეებია ბავშვებისთვის.
საახალწლო პროგრამა საღამოს რვა საათამდე გაგრძელდება.