27 ნოემბერი 2024,   00:14
ვრცლად
დაბადებიდან მესაზღვრეები- 22 თუშის ამბავი, რომლებიც უკვე წლებია საქართველო-რუსეთის საზღვარს იცავენ

22 თუშის ამბავი, რომლებიც უკვე წლებია საქართველო-რუსეთის საზღვარს იცავენ -
ვერტმფრენი ომალოში საგანგებოდ დაეშვა. ზღვის დონიდან 2400 მეტრზე მდებარე სოფელში, სურსათი და მედიკამენტები ჩაიტანეს. ადგილობრივები რომლებიც მთას არც ერთ სეზონზე არ ტოვებენ, ახალი წლის შესახვედრად წელს განსაკუთრებულად ემზადებიან.

საახალწლო ნობათი და პირველადი მოხმარების საგნები 22-მა მუდმივმა მაცხოვრებელმა მიიღო. საკვებით და საჭირო ნივთებით მომარაგება ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია, რომ უხვი ნალექის მიუხედავად, თუშებმა საკუთარი სახლები ზამთარში აღარ დატოვონ.

მთაში დარჩენილ თუშებს, დამდეგი ახალი წელი კახეთის რეგიონის რწმუნებულმა პირადად მიულოცა. გიორგი ალადაშვილი ომალოში, ახმეტის მერთან ერთად ჩავიდა.

თუშეთში ავტომობილით ჩასვლა, ოქტომბრის თვიდან უკვე შეუძლებელია. 70 კილომეტრიანი გზა, უხვი ნალექის გამო იკეტება. მთაში დარჩენილი თუშების უსაფრთხოებაზე კი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები ზრუნავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი თუშეთში რეგულარულად დაფრინავს. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც რეისი საგანგებოდ ინიშნება, ეს მაშინ ხდება, როდესაც რომელიმე ადგილობრივს სამედიცინო დახმარება დასჭირდება.

დღის ამბები