27 ნოემბერი 2024,   00:24
ვრცლად
ამ წუთებში უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია - რაკეტები ჩამოცვივდა კიევის ოლქშიც

რუსეთი უკრაინას ბომბავს. UNIAN-ის ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო განგაშია გამოცხადებული. 

ნიკოლაივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებით, ოკუპანტებმა ფრთოსანი რაკეტები ისროლეს. მისი თქმით, რუსეთმა გადაწყვიტა, უკრაინელებს ახალი წლის განწყობა გაუფუჭოს. 

რაკეტები ჩამოცვივდა კიევის ოლქშიც. 

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს. 

დღის ამბები