27 ნოემბერი 2024,   00:36
ვრცლად
ტრამპის აქამდე დაფარული საგადასახადო დეკლარაციები, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტმა გაასაჯაროვა

დონალდ ტრამპის აქამდე დაფარული საგადასახადო დეკლარაციები, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტმა გაასაჯაროვა. მედიის ცნობით, დოკუმენტები 2015-2020 წლებს მონაცემებს მოიცავს.

არსებული ინფორმაციით, ტრამპმა მისი პრეზიდენტობის პერიოდში წინა წლებთან შედარებით ნაკლები გადასახადი გადაიხადა. ამის მიზეზად ყოფილმა პრეზიდენტმა ბიზნესის დანაკარგები დაასახელა. დონალდ ტრამპმა მისი დეკლარაციების გამოქვეყნების გამო წარმომადგენელთა პალატის კომიტეტი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ეს აშშ-ში გააღრმავებს პოლიტიკურ განხეთქილებას.

დღის ამბები