თიანეთში წინასაახალწლო ღონისძიება, ჯგუფ "ქილ-ეიჯის" კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა.
მთელი დღის განმავლობაში ცენტრალურ პარკში სადღესასწაულო განწყობა იყო. მოეწყო საბავშვო-გასართობი სივრცეები, ფოტოგადასაღები სტენდები, ინსტალაციები და საშობაო ბაზრობა, სადაც ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობდა.