წელი ისტორიული ტრანსფერით დაასრულა კრისტიანო რონალდომ - მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი სუპერ ვარსკვლავი, კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს.
რონალდოს სატრანსფერო საგა დასრულებულია. 37 წლის პორტუგალიელმა, აზიურ კლუბ ალ-ნასრისთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა და მისი ხელფასი წელიწადში 200 მილიონი ევრო იქნება.
ხუთგზის "ოქროს ბურთის" მფლობელი და ჩემპიონთა ლიგის მრავალ გზის გამარჯვებული, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა.
შეგახსენებთ, რომ რონალდომ "მანჩესტერ იუნაიტედთან" თანამშრომლობა ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე შეწყვიტა და "ალ ნასრში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.