27 ნოემბერი 2024,   00:24
ვრცლად
საქართველო 2022 წელს ორნიშნა ეკონომიკური მაჩვენებლით ასრულებს-ეკონომიკური გუნდი ირწმუნება, რომ მაღალი ეკონომიკური პარამეტრები მომავალ წელსაც შენარჩუნდება

მშენებლობა, ტრანსპორტი, სამთო მოპოვებითი მრეწველობა, ვაჭრობა - ეს იმ დარგების მცირე ჩამონათვალია, რომლებმაც ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკური ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. საქსტატის მონაცემებითა და წინასწარი პირველადი შეფასებით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 9.3 პროცენტია.

სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში მიმდინარე წლის 11 თვის საშუალო მაჩვენებელიც დათვალეს. უწყებაში, ამ შემთხვევაშიც ზრდაზე საუბრობენ. მთლიანი შიდა პროდუქტი 2022 წლის პირველ 11 თვეში 10 პროცენტით არის გაზრდილი.

ეკონომიკაში პოზიტიური დინამიკის შენარჩუნების ტენდენციას ხედავენ ანალიტიკოსებიც. ექსპერტები იმ მიზეზებზე საუბრობენ, რაც ქვეყანაში ეკონომიკურ პროგრესს ქმნის.

2022 წლის ეკონომიკურ შედეგებს და პარამეტრების საბოლოო მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.

დღის ამბები