მსოფლიო ფეხბურთის მეფეს ემშვიდობება. 82 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ პელე გარდაიცვალა. ედსონ არანტუს დუ ნასიმენტუ - ეს ფეხბურთის ბრაზილიელი მეფის ნამდვილი სახელი და გვარია, თუმცა სამყარომ ლეგენდა ნომერი ათი ჯერ კიდევ 1958 წელს შვედეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე სახელით პელე გაიცნო.
ამის შემდეგ, ბრაზილიელი ფინტების დიდოსტატისთვის სხვა სახელით არ მიუმართავთ. ბრაზილიაში უდიდესი ფეხბურთელის გარდაცვალების გამო, ერთკვირიანი გლოვაა გამოცხადებული.