27 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
გორში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა - დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი განიხილეს

გორში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა - დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 4  საკითხი განიხილეს, მათ შორის ხელფასების გაზრდის და საწვავის ლიმიტის შესახებ, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

"საკუთარი ხელფასები გაიზარდა, ასევე გაიზარდა თანამდებობის პირთა საწვავის ლიმიტები. არა და გასულ ზაფხულს, მერის მოადგილე დასასვენებლად იყო სწორედ მუნიციპალიტეტის კუთვნილი ავტომობილით. არ კონტროლდება ამ საწვავის ხარჯვის მიზანშეწონილობა," - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანო ბალიაშვილმა.

გაზრდილი ხელფასებისა და საწვავის ლიმიტის გაზრდის ბრალდებები გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ უარყო.

"საწვავის ლიმიტები არ გაზრდილა, უბრალოდ საწვავის ლიმიტებში მოხდა ცვლილებები, იყო ტექნიკური პრობლემები. თანამდებობის პირს არ უნდა გაეზარდოს ხელფასი - ჩემთვის მიუღებელია. ეს არის დიდი დისკრიმინაცია. ვინც თავის შესაძლებლობებს, პასუხისმგებლობას და ყველაფერს ამას ხარჯავს მოსახლეობისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, ზეგანაკვეთურ სამსახურსაც ასრულებს, მათ უნდა მიიღონ ის, რაც ეკუთვნით," - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ

დღის ამბები