პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, 3 იანვრიდან პარლამენტის წევრებისთვის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების მიზნით პენიტენციურ დაწესებულებაში ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭება ჩერდება, ადვოკატი ეხმაურება. შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ეს სააკაშვილის იზოლაციაში მოქცევის მორიგი მცდელობაა.
აქვე, ადვოკატის განცხადებით, კლინიკა ლიმბახში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მისი ანალიზების კვლევები მიმდინარეობს. შალვა ხაჭაპურიძემ აღნიშნა, რომ შესაძლოა არსებობდეს ეჭვი ტუბერკულოზის შესახებ.
"ჩვენ ვისაუბრეთ გუშინდელ სასამართლო პროცესზე. ის მეთანხმება იმ პოზიციაში, რომ ფაქტიურად, ქალბატონ აბაშიძის დაკითხვამ მთლიანად დაანგრია ხელისუფლების მესიჯბოქსი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს სააკაშვილი არის სიმულანტი.
დეპუტატების არ შეშვება, ეს ყველაფერი სპეციალურად კეთდება, რომ იზოლაციაში მოახვედრონ და მერე თქვან, რომ ჩვენ გაგვაჩნდა ინფორმაცია, რომ შეიძლება მისგან რაიმე ინფექცია გადმოგდებოდეთ და ა.შ." - აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.