27 ნოემბერი 2024,   00:35
ვრცლად
"სააკაშვილზე მუდმივი პოლიტიკური ზეწოლა ურთულებს მას სამედიცინო მდგომარეობას და ვფიქრობ, ეს ნაბიჯი ამითაც იყო ნაკარნახევი" - ხელაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებაზე

პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას, პარლამენტის წევრებისთვის მიხეილ სააკაშვილის მონახულების მიზნით პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭების შეჩერებაზე, მმართველ გუნდში შეაფასეს:

"სიმართლე ვთქვა, პირველ რიგში თავად მიხეილ სააკაშვილის ინტერესებიდან გამომდინარე მგონია ეს გადაწყვეტილება, ვინაიდან ის მუდმივი სტრესისა და გაუგებრობის წინაშეა. ვერ გრძნობს ის თავს პატიმრად და ამ დროს ვხედავთ, რომ მისი მდგომარეობა უარესდება. სააკაშვილზე ეს მუდმივი პოლიტიკური ზეწოლა ყველა მხრიდან, უპირველესად საკუთარი პოლიტიკური მომხრეების მხრიდან, ურთულებს მას სამედიცინო და ფსიქოლოგიურ მდგმარეობას, შესაბამისად, ვფიქრობ ეს ნაბიჯი ამითაც იყო ნაკარნახევი,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი გიორგი ხელაშვილი.

დღის ამბები