თავდაცვის ძალების მეთაური დასავლეთის სარდლობის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
სამხედრო ბაზებზე წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა. თავდაცვის ძალების მეთაურმა ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის დისლოკაციის ადგილი, სპეციალური ოპერაციების ძალების დასავლეთის ბატალიონი, მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზა და მე-6 საარტილერიო ბრიგადა მოინახულა.