ძარცვა თბილისში - ვაჟა-ფშაველას გამზირზე სილამაზის ცენტრი გაქურდეს. წაღებულია 11 000 ლარზე მეტი. ეს თანხა ობიექტს დღეს თანამშრომლებისთვის ხელფასების სახით უნდა დაერიგებინა.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ობიექტიდან ნიმუშების აღებაც მოხდა, სამართალდამცავებმა კამერის ჩანაწერებიც ამოიღეს.
ესთეტიკის ცენტრი "გენეზისი" დაახლოებით დილის 05:00 საათზე გაძარცვეს. დადგენილია დამნაშავეთა ვინაობა, მძარცველები სავარაუდოდ არასრულწლოვნები არიან.
როგორც "კურიერს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუმარტეს, გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.