საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო მაჩვენებელი 10 პროცენტით განისაზღვრა.
2022 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, სამთო მოპოვებითი მრეწველობა, ვაჭრობა სასტუმროები და რესტორნები. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების დარგებში.