მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ იმედს გამოთქვამს, რომ მოლდოვა ევროკავშირში ამ ათწლეულის ბოლომდე გაწევრიანდება. მისი თქმით, მთავრობამ უფრო აქტიურად უნდა შეასრულოს ბრიუსელის მიერ დაწესებული პირობები, რათა ქვეყანა ევროკავშირში შევიდეს.
სანდუს თქმით, 2023 წლის დასაწყისში ის მოისმენს მთავრობის ანგარიშს, რომელიც ბრიუსელის მიერ მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი მოთხოვნების შესრულებას ეხება.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დავიწყოთ შემდეგი ეტაპი, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება", – აღნიშნა სანდუმ.