თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში საცხოვრებელი სახლი დაიწვა - არის მსხვერპლი, დაიღუპა სახლის მეპატრონე, 40 წლამდე მამაკაცი.
ხანძარი გამთენიისას გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა, რა დროსაც სახლში 3 ადამიანი იმყოფებოდა. 3-ვე მათგანმა თავდაპირველად გამოსვლა შეძლო, თუმცა 40 წლამდე მამაკაცი უკან შებრუნდა, შემდეგ კი მან ცეცხლმოკიდებული შენობიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები ამ დრომდე მუშაობენ.