27 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
ბელარუსში S-300 ტიპის უკრაინული რაკეტა ჩამოვარდა - ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს

ბელარუსის ტერიტორიაზე, ბრესტში S-300 ტიპის რაკეტა ჩამოვარდა. ქვეყანაში აცხადებენ, რომ ბელარუსის მიმართულებით რაკეტა უკრაინის ტერიტორიიდან გაუშვეს. მომხდარის გამო მისნკში უკრაინის ელჩი დაიბარეს და ოფიციალური პროტესტი გამოუცხადეს.

"ეს ძალიან სერიოზული ინციდენტია და ბელარუსის მხარე მას მაქსიმალურად სერიოზულად უდგება," - აცხადებენ ქვეყნის საგარეო უწყებაში.

მინსკში მოითხოვენ, რომ უკრაინამ მომხდარზე დეტალური გამოძიება ჩაატაროს, დამნაშავეები დაისაჯონ და მიიღონ ზომები, რომ მსგავსი ინციდენტები აღარ გამეორდეს.


დღის ამბები