27 ნოემბერი 2024,   01:39
ვრცლად
მსოფლიოში ყველაზე დიდი ტერორისტის სტატუსს რუსეთი და მის მოქალაქეები დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებენ - ზელენსკი

მსოფლიოში ყველაზე დიდი ტერორისტის სტატუსს რუსეთი და მისი მოქალაქეები დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებენ - განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ყოველდღიური ვიდეომიმართვისას გააკეთა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოლო სარაკეტო იერიშებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ყოველი ასეთი შეტევით რუსეთი ჩიხში შედის და მათ სულ უფრო ნაკლები რაკეტა რჩებათ.

"უკრაინის უმეტეს რაიონში დღეს საღამოს შეწყვეტილია ელექტროენერგია. განსაკუთრებით რთულია კიევის რეგიონში და დედაქალაქში, ლვოვის რეგიონში, ოდესაში, ხერსონში, ვინიცისა და ზაკარპატიას რეგიონებში.

ყოველი ასეთი სარაკეტო დარტყმით რუსეთი მხოლოდ ჩიხში შედის. სულ უფრო და უფრო ნაკლები რაკეტები რჩებათ. სამაგიეროდ, მსოფლიოში ყველაზე დიდი ტერორისტის სტატუსს რუსეთი და მის მოქალაქეები დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებენ, ისევე როგორც მის შედეგებს. თითოეული რაკეტა მხოლოდ ადასტურებს, რომ ეს ყველაფერი ტრიბუნალით უნდა დასრულდეს. და ეს არის ზუსტად ის, რაც მოხდება.

წინა ხაზზე ვითარება მნიშვნელოვანად არ შეცვლილა. ყველაზე მწვავე ვითარებაა ბახმუტში, სოლედარში, დონეცკის ოლქის მთელ ხაზზე. მტერმა კვლავ განაგრძობს დონეცკის ოლქის აღების, გიჟურ იდეას," - განაცხადა ზელენსკიმ. 

დღის ამბები