27 ნოემბერი 2024,   00:36
ვრცლად
უკრაინელებმა ბოლო 24 საათში 54 რუსული რაკეტისა და 11 დრონის განადგურება მოახერხეს - ომის 310-ე დღე

უკრაინის ტერიოტორიაზე აქტიური საბრძოლო მოქმედებები 310 დღეა უწყვეტად მიმდინარეობს.

გრძელდება სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმებიც, დილიდან საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა კიევის, ჩერკასისა და კიროვოგრადის ოლქებში.

2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 7 დაშავდა ხარკოვში. გუბერნატორის თქმით, ოლქზე შეტევა 49-ჯერ განხორციელდა, დაშავებულები კი სხვადასხვა რეგიონებიდანან არიან, მათ შორის არის ბავშვიც.

პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ზაპოროჟიაში 28 დეკემბერს განხორციელებული თავდასხმის დროს 2 უკრაინელი მოკლეს.

რუსეთის კიევზე შეტევისას, უკრაინულმა ძალებმა 16 რაკეტა ჩამოაგდეს, დაშავდა 3 ადამიანი, ასევე დაზიანებულია საცხოვრებელი შენობები. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში 54 რუსული რაკეტისა და 11 დრონის განადგურება მოახერხეს.

დღის ამბები