27 ნოემბერი 2024,   00:35
ვრცლად
82 წლის ასაკში გარდაიცვალა მსოფლიო ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდა, პელე

82 წლის ასაკში გარდაიცვალა მსოფლიო ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდა, პელე - ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ მისმა ქალიშვილმა გაავრცელა ინსტაგრამზე.

სიცოცხლის ბოლო წლებში ის სიმსივნეს ებრძოდა, ჰქონდა ასევე გულთან დაკავშირებული პრობლემები.

პელემ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში თამაში დაიწყო 16 წლის ასაკში და მონაწილეობა მიიღო სამ, 1958, 1962 და 1970 წლების საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატში. ის მიიჩნევა რეკორდსმენად გატანილი გოლების რაოდენობით.

დღის ამბები