27 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გადაადგილების შეზღუდვებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უამინდობისა და უხვი ნალექის გამო,  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

"თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ101-კმ185 (ლახამულა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია

საავტომობილო გზის კმ1-კმ100 (ზუგდიდი-ლახამულა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია,"-ნაათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღის ამბები