7 საათზე მეტია თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხელ სააკაშვილის საქმეს განიხილავენ- მსჯელობენ სასჯელისგან გათავისუფლების ან მისი გადავადების შუამდგომლობის შესახებ. ამ წუთებში პროცესზე "ვივამედის" ნევროლოგს უსმენენ.
თამარ აბაშიძე სასამართლოს აცნობს საკუთარ შეფასებას ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობის შესახებ, ასევე საუბრობს მკურნალობის პროცესზე.
"ინსტრუმენტული კვლევებით ჩვენ სტაბილური მდგომარეობა გვაქვს. გასინჯვით რასაც ვხედავთ ეს არის ენცეფალოპათიისა და ნეიროპათიის სურათი, რომელიც რჩება და კიდევ უფრო უარესდება. ჩემი აზრით ეს არის დაკავშირებული იმასთან, რომ ფსიქო-ნეირო რეაბილიტაციის დაწყების პროცესი ჭიანურდება,"-აცხადებს თამარ აბაშიძე.