კამბოჯაში, ერთ-ერთი სასტუმროს კაზინოში გაჩენილ ხანძარს 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ქალაქ პოი-პეტში მოხდა.
დაშავებულია 70-ზე მეტი ადამიანი, რამდენიმე კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
შემთხვევის დროს შენობაში 400-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.