27 ნოემბერი 2024,   00:26
ვრცლად
დღეს ამ ბიჭებს შინაგან საქმეთა მინისტრი შეხვდა და თავგანწირვისთვის მადლობა გადაუხადა - ქეთი კოვზიაშვილი

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბოლო ერთ კვირაში, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, რუსთავში 8 თვის ჩვილი გადაარჩინეს, პატრულ-ინსპექტორებმა თბილისში კი ახალგაზრდა მამაკაცი მდინარე მტკვრიდან ამოიყვანეს და მისი სიცოცხლეც გადაარჩინეს. დღეს ამ ბიჭებს შინაგან საქმეთა მინისტრი შეხვდა,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ქეთი კოვზიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც კოვზიაშვილი აცხადებს, სხვების სიცოცხლის გადასარჩენად, სამინისტროს თანამშრომლების თავგანწირვის ამბებს საზოგადოება ხშირად იგებს, თუმცა მათი გმირობის შესახებ არის გაუხმაურებელი შემთხვევებიც. 

"მთელი წლის განმავლობაში, ყოველდღიურად და ყოველწამიერად, პოლიციელების, მეხანძრეებისა თუ მაშველების საქმიანობის მთავარი საზრუნავი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის უსაფრთხოებაა. 

სხვების სიცოცხლის გადასარჩენად ჩვენი თანამშრომლების თავგანწირვის ამბებს საზოგადოება ხშირად იგებს, თუმცა მათი გმირობის შესახებ არის გაუხმაურებელი შემთხვევებიც. 

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბოლო ერთ კვირაში, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, რუსთავში 8 თვის ჩვილი გადაარჩინეს, პატრულ-ინსპექტორებმა თბილისში კი ახალგაზრდა მამაკაცი მდინარე მტკვრიდან ამოიყვანეს და მისი სიცოცხლეც გადაარჩინეს. 

დღეს ამ ბიჭებს შინაგან საქმეთა მინისტრი შეხვდა. ვახტანგ გომელაურმა, რომელიც თავად არის ადამიანობისა და ჰუმანურობის მაგალითი, თანამშრომლებს თავგანწირვისთვის მადლობა გადაუხადა. მეც გავიცანი პირადად და ჩემი წილი მადლიერება გამოვხატე მათ მიმართ. 

ასეთი პოზიტიური და უანგარო სიკეთის ამბებით სრულდება 2022 წელი. 
მომავალ წელს ახალი შემართებით ვემსახურებით საქართველოს!,"- წერს ქეთი კოვზიაშვილი. 

დღის ამბები