27 ნოემბერი 2024,   00:20
ვრცლად
შინაგან საქმეთა მინისტრმა, პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან წლის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან წლის შემაჯამებელი სამუშაო თათბირი ჩაატარა.

სამხარეო პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებმა ვახტანგ გომელაურს რეგიონებში განხორციელებული საპოლიციო ღონისძიებების, დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით არსებული ვითარებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

მინისტრმა დანაშაულების გახსნის მაჩვენებელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს გარკვეული ტიპის დანაშაულის რაოდენობის კლება დაფიქსირდა, გახსნის მაჩვენებელმა კი მოიმატა.

დღის ამბები