27 ნოემბერი 2024,   02:39
ვრცლად
მე ვთვლი, რომ მიხეილ სააკაშვილი მოიწამლა ციხეში და არა სამედიცინო დაწესებულებაში - ამერიკელი ტოქსიკოლოგი

საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა გრძელდება. პროცესზე კითხვებს ამერიკელი ტოქსიკოლოგი, დევიდ სმიტი პასუხობს.

სპეციალისტი პასუხობს კითხვებს, რა დასკვნა მოამზადა და როგორია ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება. ექსპერტი ვარაუდობს, რომ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალები ციხეში ყოფნის დროს, საავადმყოფოში გადაყვანამდე მოხვდა. დეივიდ სმიტი ამბობს, რომ მსჯავრდებულს სერიოზული დაზიანებები აქვს მიღებული თავის ტვინსა და სხვა შინაგან ორგანოებზე, ამიტომ საჭიროებს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას.

"დემენცია, რომელიც სააკაშვილს დაუდგინდა, დაკავშირებულია მის მოწამვლასთან - მე ვთვლი, რომ ის მოიწამლა ციხეში და არა სამედიცინო დაწესებულებაში. ასევე, ადგილი აქვს კუნთების განლევას. ასევე, მას გააჩნია დაზიანებები საჭმლის მომნელებელ სისტემაში, რაც მუდმივ დიარეას იწვევს და შესაბამისად, კახექსიას და წონის მკვეთრ დაკლებას. მისი სამედიცინო მდგომარეობა არის სერიოზული. სააკაშვილს ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა სჭირდება, სადაც შესაძლებელი იქნება მძიმე მეტალებთან და წამლებთან დაკავშირებული დეზინტოქსიკაცია - ასეთი დაწესებულება აშშ-ში გვაქვს," - ამბობს დევიდ სმიტი.

პროცესზე ტოქსიკოლოგს კითხვით მიმართა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა, რომელსაც აინტერესებდა:

"იცნობს თუ არა ბატონი დევიდი ქართული ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობებს. რატომ მიაჩნია ექსპერტს, მსჯავრდებულის მკურნალობა შეუძლებლად საქართველოში“ - მიმართა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა.

"მას არ მიუღია შესაბამისი მკურნალობა მძიმე მეტალებთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს სპეციფიკურ თერაპიას," - აღნიშნა დევიდ სმიტმა.

დღის ამბები