უკრაინაში აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. სხვა დასახლებებთან ერთად ღამით დაიბომბა სუმის ოლქი - შეტევა 5 დასახლებულ პუნქტზე მოხდა, დაშავებულებზე ინფორმაცია არ გავრცელებულა.
3 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა ხერსონის ოლქში. რუსებმა იერიში მიიტანეს სოფელ კიზომისზე, დაჭრილთა შორის 14 წლის მოზარდია. ხერსონის ოლქის გუბერნატორის თქმით, ბოლო 24 საათში ოლქი 50-ჯერ დაბომბეს.
5 კამიკაძე დრონის ჩამოგდება მოახერხეს უკრაინელებმა. ქვეყნის საჰაერო სარდლობა ამბობს, რომ ირანული შაჰიდები ქალაქ დნიპროს თავზე გააუვნებელყვეს.