27 ნოემბერი 2024,   02:16
ვრცლად
მეგი ბაქრაძის საქმე - ექიმ ვიოლეტა ინასარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ

მეგი ბაქრაძის განსაცდელში მიტოვებისთვის, რამაც დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა გამოწვია, ექიმ ვიოლეტა ინასარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ. დაღუპული ექთნის საქმეზე ბრალდებულს პროკურატურაში რამდენიმე საათში ელოდებიან.

ბრალის დაზუსტების შედეგ, დაცვის მხარეს საქმის მასალები გადაცემა და სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. "კურიერის" ინფორმაციით, მოსამართლის საბოლოო განაჩენს ექიმი ციხის გარეთ დაელოდება.

პროკურატურა აღკვეთის სახით გირაოს მოითხოვს. ადვოკატის თქმით, გარდაცვლილის ოჯახი ყველა დამნაშავის დასჯას ითხოვს. ამავე საქმეზე, ექიმ ინასარიძეს კიდევ 2 მედიკოსთან ერთად ბრალი უკვე წარდგენილი აქვს პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე. 

"აღკვეთის ღონისძიების სახით უნდა განიხილოს სასამართლომ, იქნება ეს გირაო, პატიმრობა თუ სხვა რამ. ველოდით, რომ სწორედ ამგვარი კვალიფიკაცია უნდა დამდგარიყო ექიმების მიმართ. თუმცა, ეს არ ამოწურავს არანაირად ოჯახის პრეტენზიას კლინიკის მიმართ. დაველოდებით, კონკრეტულად რა მოხდება ამ საქმეში, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ პარალელურად კიდევ მივმართავ სხვა სამართლებრივ გზებს. მტკიცებულებები არის როგორც მოწმეთა ჩვენები, ვიდეო ჩანაწერები და აღიარებები თავად მხარეების," - აცხადებს მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი, ვახტანგ ბარამაშვილი.

 

დღის ამბები