27 ნოემბერი 2024,   01:40
ვრცლად
ხატია დეკანოიძის თქმით, იუსტიციის სამინისტრო ნდობით აღჭურვილი რომ ყოფილიყო, დღეს, ევროკავშირის 15 ელჩი დემარშით არ მივიდოდა პირადად იუსტიციის მინისტრისგან პასუხების მისაღებად

ევროკავშირის წევრი ქვეყნის ელჩებისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლის იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე ეხმაურება. როგორც ის "ღამის კურიერის" ეთერში ამბობს, იუსტიციის სამინისტრო დღეს რომ ნდობით აღჭურვილი ყოფილიყო, 15 ელჩი მინისტრს პასუხების მისაღებად არ შეხვდებოდა. 

"ნდობით აღჭურვილი იუსტიციის სამინისტრო რომ ყოფილიყო, დღეს ევროკავშირის 15 ელჩი დემარშით არ მივიდოდა და არ კითხავდნენ, პირადად იუსტიციის მინისტრისგან არ მოისმენდნენ  და არ კითხავდნენ მას, ასეთი რამ არ მომხდარა ძალიან დიდი ხანია. 

მე ვიცი განცხადება გერმანიის ელჩის, რომელმაც განაცხადა, რომ ეს იყო კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული შეხვედრა. ევროკავშირის 15 ელჩი, როდესაც ერთად მიდის, იქ როდესაც ძალიან სერიოზული ჩართულობაა ამ ადამიანების და არავისთვის დასამალი არ არის, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან მუდმივი კონტაქტი, ოჯახს აქვს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.“ - აცხადებს ხატია დეკანოიძე. 

ამავე თემასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა იუსტიციის სამინისტრომ, სადაც ნათქვამია, რომ სამინისტრომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიხეილ სააკაშვილის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 

 

დღის ამბები