27 ნოემბერი 2024,   01:26
ვრცლად
თუ პრეზიდენტი ვერ უმკლავდება ბულინგს, ვინ უნდა დაიცვას მან, სახლში წავიდეს - დავით უსუფაშვილი

სახელმწიფოს მეთაური, პრეზიდენტი თუ გამოდის და ამბობს, რომ ბულინგის მსხვერპლია, მაშინ სახლში უნდა წავიდეს, - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტი თუ ვერ უმკლავდება ბულინგს, მაშინ ის სხვას როგორ დაიცავს. 

"დღეს რაც განაცხადე ქალბატონო პრეზიდენტო, თურმე, იცი, რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა, "ოცნებამ" მურუსიძე დატოვა და ასე და ისე იყოო, გუშინწინ არ იცოდი ეს?! ან როდესაც მოხდა ეს მაშინ ვერ დაინახე? სხვებს რომ უთითებ რატომ ხმა არ ამოიღეო. 2014-2015-2016 წლებში, საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს რომ იყრიდა, ამ "ოცნებამ“ არ დაუჭირა მხარი?! იმ "ოცნებამ“, რომელმაც მურუსიძე და სხვები დატოვა ძალაუფლებაში მართლმსაჯულების სფეროში. სახელმწიფოს მეთაური, პრეზიდენტი თუ გამოდის და ამბობს, რომ ბულინგის მსხვერპლია, მაშინ სახლში უნდა წავიდეს. ანუ, პრეზიდენტი თუ ვერ უმკლავდება ბულინგს, მაშინ ვინ უნდა დაიცვას მან?! როგორი მთავარსარდალია ქვეყნის შეიარაღებული ძალების თუ აქეთ შემოგვჩივის - მე რა ვქნა, აქედან ის მირტყამს, იქიდან ის მირტყამსო. მარტო ტაშის დაკვრის დროს ხარ პრეზიდენტი?", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

"ის ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ჩემს შესახებ მათივე შექმნილ ჭორებს, სად იყვნენ 2007-ში, სად იყვნენ, როცა უკვე მომხდარი იყო მიშას დროინდელი ტრაგედიები, როცა ვიდექი ქუჩაში?“ - ასე მიმართა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს.

დღის ამბები