27 ნოემბერი 2024,   01:29
ვრცლად
სვენ მიქსერის ანგარიშის პირველადი ვერსია იყო ობიექტური, მაგრამ ანგაჟირებულმა პოლიტიკოსებმა მასში შეიტანეს შესწორებები და ისე დაამახინჯეს, რომ თავად ავტორმაც კი არ მისცა ხმა - ნიკოლოზ სამხარაძე

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანგარიშის პირველადი ვერსია, რომელიც იხილა მმართველმა ძალამ იყო კარგი, თუმცა ამის შემდგომ უკვე, რადიკალურად განწყობილმა პოლიტიკოსებმა და ევროპარლამენტარებმა, შეიტანეს შესწორებები და დაამახინჯეს დოკუმენტი. 

ამასთან, ნიკოლოზ სამხარაძემ " ღამის კურიერის" ეთერში კიდევ ერთხელ აღნიშნა, ანგარიშში შესული შესწორებების გამო, თავად ავტორმა, სვენ მიქსერმა არ მისცა საკუთარ ანგარიშს ხმა. 

"ეს იყო ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანგარიში, რომელიც გამოაქვეყნა მომხსენებელმა და ჩვენ ვნახეთ ანგარიშის პირველადი ვერსია, რომელიც იყო ძალიან კარგი, ობიექტური და იქ იყო ყველაფერი ასახული ისე, როგორც სინამდვილეში ხდება. ამის შემდე, ანგაჟირებულმა პოლიტიკოსებმა და ევროპარლამენტარებმა, რომელთა სახელები და გვარები ჩვენმა საზოგადოებამ უკვე იცის, კუბილიუსი, იუკნევიჩიენეფოტიგა და ა.შ. შეიტანეს შესწორებები და ამ შესწორებებმა ის დაამახინჯეს ეს დოკუმენტი, რომ თვითონ ავტორმა სვენ მიქსერმა ხმა არ მისცა საკუთარ ანგარიშს.

ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება, რომ მომხსენებელი და ანგარიშის ავტორი ხმას არ აძლევს საკუთარ ანგარიშს. გამომდინარე აქედან, ყველაფერმა ამან ჩვენს თვალწინ ჩაიარა. ამიტომ ამ დოკუმენტს, ამ ადამიანების მიერ მიღებულ შესწორებებს ჩვენთვის არანაირი ფასი არ აქვს,"-აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე. 

დღის ამბები