27 ნოემბერი 2024,   01:24
ვრცლად
ეჭვებს აღძრავს ის, თუ როგორ იქცევა Credit Suisse, აშშ-სგან განსხვავებით, ევროპარლამენტში ლობისტური საქმიანობა არ არის სავალდებულო საჯარო იყოს, დასკვნებს ვერ გავაკეთებთ, მაგრამ კითხვის ნიშნები ჩნდება - ნიკოლოზ სამხარაძე

ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დამცველი იურიდიული კომპანია Credit Suisse-ის მხრიდან პოლიტიკურ შანტაჟზე ღიად საუბრობს, - ამასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" წევრმა ნიკოლოზ სამხარაძე "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

მისი განცხადებით, ეს საკითხი წმინდა საბანკო საქმეს გასცდა და ბევრ კითხვის ნიშანს აღძრავს.

"ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ აღარ არის წმინდა საბანკო საქმე და გასცდა საბანკო ურთიერთობებს. ფაქტია, რომ ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს და ეჭვს აღძრავს ის თუ როგორ იქცევა Credit Suisse. პრობლემა ის არის, რომ აშშ-ისგან განსხვავებით, ევროპარლამენტში ლობისტური საქმიანობა არ არის სავალდებულო რომ იყოს საჯარო, შესაბამისად, ამაზე ჩვენ დასკვნებს ვერ გავაკეთებთ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მსგავს რაღაცებს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები ჩნდება," - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დღის ამბები