27 ნოემბერი 2024,   01:28
ვრცლად
ხატია დეკანოიძის თქმით, სააკაშვილი მუდმივად დაინტერესებულია უკრაინით, ძალიან ხშირად უყურებს უკრაინულ არხებს, საუბრობს უკრაინელ მეგობრებზე და ამიტომ, უკრაინულ ენაზე მიმართვა მოულოდნელი არ ყოფილა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ის უკიდურესად მძიმეა.  

"იუსტიციის მინისტრი და იუსტიციის სამინისტრო როდესაც აქვეყნებს ესეთ კადრებს, მეც კი, ადამიანს, რომელსაც ძალიან სერიოზული მრწამსი მაქვს და რწმენა მაქვს კრიმინალური იუსტიციის და ზოგადად, სამართლებრივი სფეროსი, ამ სფეროს ვემსახურებოდი ძალიან დიდი ხანი, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საზოგადოების ნდობა რომ არ აქვს კრიმინალურ იუსტიციას საქართველოში და იუსტიციის სამინსიტროს და მის შემადგენლობას, სამხარაულის ბიუროს. 

ჩამოვიდა ექსპერტიზის პასუხები, არავითარი გამოძიება არ დაწყებულა, არსებობს ექსპერტი, რომელიც ნამდვილად არ არის არც ჩვენი პარტიის წევრი, არც მისი ოჯახის წევრი, საერთოდ ამ ადამიანს აქვს ლიცენზია, ძალიან მნიშვნელოვანი ექიმია," - ამბობს ხატია დეკანოიძე.

როგორც დეკანოიძე აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე უკრაინულ ენაზე მიმართვა მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატულება იყო.

"ჩემთვის ძალიან რთულია ემოციურად, როდესაც ის ადამიანი რომელიც ასეთ მძიმე ფსიქოლოგიურ წნეხის ქვეშ არის, ფიზიკურად ასე მძიმეა და მე ვიცი, როდესაც მე მასთან ვარ და მაქვს შესაძლებლობა ვნახო, იგი მუდმივად დაინტერესებულია უკრაინით და ძალიან ხშირად უყურებს უკრაინულ არხებს, ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს საერთო მეგობრებზე უკრაინაში და მართლაც, ემოციურად, პრეზიდენტი ზელენსკის გამოსვლის შემდეგ, მე ვფიქრობ, რომ არაფერი ამაში მოულოდნელი არ არის. ვფიქრობ, ესეც ემოციის ნაწილია. ეს იყო ალბათ უფრო სოლიდარობა. მე მესმის, შესაძლებელია ვიღაცას სვა დამოკიდებულება ჰქონდეს, დამერწმუნეთ, რომ არანაკლებია მისთვის საქართველო. უკრაინის მოქალაქეა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეუშვას ადამიანის უფლებების დამცველი უკრაინიდან, რომელსაც მოთხოვნილი აქვს მთელი ამ ხნის განმავლობაში და არ უშვებენ,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძე.

 

 

დღის ამბები