27 ნოემბერი 2024,   01:37
ვრცლად
"ამ პირობებში, ბრძოლის დაუსრულებლად სააკაშვილის გაშვება პოლარიზებას არ დაასრულებს, იგივე გაგრძელდება რაც იყო, როცა იგი იყო კიევში - იაგო ხვიჩია

პრეზიდენტს არ მოუცია საფუძველი, რომ ვინმეს გაშვებას აპირებდეს და მითუმეტეს ისე ხდებოდეს, რომ ხვალ უშვებდნენ ყველაფრის გარეშე. გამორიცხული არაფერი არ არის, მაგრამ ჯერჯერობით, ეს არ ჩანს,- ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის" წარმომადგენელმა, იაგო ხვიჩიამ  "ღამის "კურიერის ეთერში" დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა

იაგო ხვიჩია ამბობს იმასაც, რომ ამ პირობებში პოლარიზაცია ვერ დასრულდება. 

"ამ პირობებში არა, რა საკვირველია. ამ პირობებში არანაირი პოლარიზება არ მომხდარა გამომდინარე იქიდან, რომ არავის არ შეუფასებია ეს ბრძოლა, არავის არ გამოუცხადებია ის დასრულებულად, არავის არ უთქვამს, რომ შევთანხმდით რამეზეო. შესაბამისად ამ პირობებში ბრძოლის დაუსრულებლად მიხეილ სააკაშვილის გაშვება ჩემი აზრით, პოლარიზებას არ დაასრულებს. იგივე გაგრძელდება რაც იყო, როდესაც მიხეილ სააკაშვილი იყო კიევში და იქიდან რამდენიმე წლის განმავლობაში, რა პოლარიზებაც იყო იგივე იქნება იმიტომ, რომ თუ არ დავასრულეთ ბრძოლა და თუ მხოლოდ იმაზე იქნა აგებული პარტიული და მედია ინფრასტრუქტურა, ვინ უფრო მეტად "ნაცია" და ვინ უფრო მეტად "ქოცი", ესე ერთ დღეში მიხეილ სააკაშვილის გაშვებით, როგორ შეიცვლება სიტუაცია?! ამიტომ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს არ მოუცია საფუძველი, რომ ვინმეს გაშვებას აპირებდეს და მითუმეტეს ისე ხდებოდეს, რომ ხვალ უშვებდნენ ყველაფრის გარეშე. გამორიცხული არაფერი არ არის, მაგრამ ჯერჯერობით, ეს არ ჩანს,"-აცხადებს იაგო ხვიჩია. 

დღის ამბები