27 ნოემბერი 2024,   01:40
ვრცლად
ის რაც მოხდა გირგვლიანის და გელაშვილის შემთხვევაში, ეს იყო დანაშაული და სამწუხაროდ, იმ პერიოდში ბევრი ასეთი დანაშაული მოხდა, რომელსაც ადამიანები შეეწირნენ - ბადრი ჯაფარიძე

"ის რაც მოხდა გირგვლიანის და გელაშვილის შემთხვევაში, ეს იყო დანაშაული და სამწუხაროდ, იმ პერიოდში ბევრი ასეთი დანაშაული მოხდა, რომელსაც ადამიანები შეეწირნენ" - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ძალაუფლების გადამეტება აღარ უნდა მოხდეს და სასამართლო მიკერძოებული არ უნდა იყოს.

"დაპირისპირება მატულობს და ყველა პოლიტიკოსი, რომელიც ამ დაპირისპირებას ხელს უწყობს პირდაპირ ებრძვის ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სააკაშვილის პერიოდში ჩადენილ უკანონობებზე, მათ შორის, სასამართლო გადაწყვეტილებებზე, რომლებიც იყო პოლიტიზებული და უამრავი დაზარალებული ოჯახია, რომელთა წარმომადგენლებიც დღეს ჩვენ ვნახეთ პრეზიდენტის სასახლის წინ, ეს თავისთავად არის და იყო პრობლემა, მაგრამ ამის პასუხი არ უნდა იყოს ანალოგიური მოქმედება. არ უნდა მოექცე სხვას ისე, როგორც შენ არ გინდა მოგექცნენ.

ის რაც მოხდა გირგვლიანის და გელაშვილის შემთხვევაში, ეს იყო დანაშაული და სამწუხაროდ, იმ პერიოდში ბევრი ასეთი დანაშაული მოხდა, რომელსაც ადამიანები შეეწირნენ, მაგრამ დღეს, გადაწყვეტილებებს სასამართლოში იღებენ ის ადამიანები, რომლებიც მაშინ იღებდნენ გადაწყვეტილებებს და იღებდნენ მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს, ოღონდ მაშინ "ნაციონალური მოძრაობისთვის" შესაფერისს გადაწყვეტილებებს, ეს არის პრობლემა. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ აღარასოდეს აღარ უნდა მოხდეს ქვეყანაში ძალაუფლების გადამეტება," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

 

 

დღის ამბები