27 ნოემბერი 2024,   01:41
ვრცლად
ახალი წლის აღნიშვნა მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება - დღეს საახალწლო ღონისძიებები ერთდროულად ექვსმა რეგიონმა აღნიშნა

ახალი წლის დღეები საქართველოში ამჯერად ერთდროულად 6 რეგიონში აღინიშნა. ლაგოდეხი, ადიგენი, წალკა, ჩხოროწყუ, თერჯოლა და შუახევი - ექვსივე ქალაქში ადგილობრივებისთვის მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართა. ტრადიციულად ყველა მუნიციპალიტეტში მოწყობილი იყო საშობაო ბაზრობები, რაც ადგილობრივ მეწარმეებს საშუალებას აძლევს ორი კვირის განმავლობაში საკუთარი პროდუქცია მყიდველს შესთავაზოს.

საშობაო ბაზრობების გარდა ბავშვებისთვის ტრადიციულად მოწყობილი იყო სპეციალური სივრცეები, სადაც მათთვის საყვარელი ზღაპრის გმირები და თოვლის ბაბუა ელოდებოდათ. დღის ბოლოს კი ექვსივე ქალაქში ადგილობრივი და თბილისიდან ჩასული არტისტების მონაწილეობით კონცერტები გაიმართა.

დღის ამბები