27 ნოემბერი 2024,   01:25
ვრცლად
მილიარდ 632 მილიონი ლარი - დედაქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 6 - საათიანი განხილვის შემდეგ დამტკიცდა

დედაქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 6 საათიანი განხილვის შემდეგ დამტკიცდა. ორმა დეპუტატმა ოპოზიციიდან კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. სხდომაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, თუმცა საბოლოოდ თბილისმა თავისი ისტორიის მანძილზე ყველაზე დიდი ბიუჯეტი მიიღო. მილიარდ 632 მილიონი ლარი - საბოლოო ჯამში დედაქალაქს გასულ წელთან შედარებით 330 მილიონი ლარით მეტი აქვს. 

იქამდე იყო თბილისის მერის მოხსენება, ოპოზიციის რეპლიკებისა და შეძახილების ფონზე. სამოქალაქო აქტივისტებმა სხდომაზე ბანერი მიიტანეს და მისი გაშლა სცადეს. საკრებულოს დაცვამ ოპოზიციის მომხრე აქტივისტებს დარბაზი დაატოვებინა. 

ხმაური და დაპირისპირება საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაგრძელდა. "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა კახი კალაძესთან ხელბორკილის მიტანა სცადა.

კამათის გარდა, საკრებულოს სხდომათა დარბაზში იყო ფიზიკური დაპირისპირებაც. 

გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრის გამოსვლა გააპროტესტა, რომელმაც თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების მწვრთნელს ზონდერი უწოდა.

დედაქალაქის ბიუჯეტის განხილვის ნაცვლად საკრებულოს ოპოზიციამ დრო თითქმის მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს დაუთმო. ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედია, თბილისის საახალწლო სლოგანი, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ოპონენტებს თავად კახი კალაძემ უპასუხა.

დედაქალაქის მერმა დღევანდელ სხდომაზე იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისში განხორციელდა. კახი კალაძის გამოსვლის მთავარი გზავნილები მიმდინარე და სამომავლო პროექტებიც იყო.

 

 

 

დღის ამბები