27 ნოემბერი 2024,   01:27
ვრცლად
თორნიკე რიჟვაძე - "ნაციონალებთან", ამ ბოროტმოქმედებთან არანაირი კომპრომისი არც ჩვენი და არც საზოგადოების მხრიდან არ იქნება

"ნაცმოძრაობის" ვითომ ლიდერები, მათი დიდი ნაწილი არიან მკვლელები და დარჩენილი ნაწილი პოტენციური მკვლელები, ბოროტმოქმედები. ისინი დროდადრო ასეთი პირსისხლიანი განცხადებებით საზოგადოებას შეახსენებენ თავს.

თუმცა, მინდა ვთქვა რომ ამ ტიპის დამნაშავეებთან არანაირი კომპრომისი არც ჩვენი მხრიდან და არც საზოგადოების მხრიდან არ იქნება - ასე უპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის გაჩენილ დაპირისპირებას ეხებოდა.

"ნაციონალური მოძრაობის" ნაწილის თქმით, გირგვლიანი დამნაშავე იყო მორალურად, ის არავის მოუკლავს, მის დანაშაულს მოყვა სახელმწიფოს მხრიდან რეაქცია. ნაწილი კი არ დაეთანხმა ამ მოსაზრებას.

დღის ამბები