27 ნოემბერი 2024,   01:40
ვრცლად
"თქვენი მაღალჩინოსნები ბიუჯეტს ძარცვავდნენ, კახა კალაძე კი იტალიაში სპორტით გამოიმუშავებდა მილიონებს, საქართველოში ჩამოჰქონდა, რომ ხალხი დამესაქმებინა" - კახა კალაძე

საკრებულოში დედაქალაქის მერის წლიური ანგარიშის წარდგენა დაახლოებით 7 საათს გაგრძელდა. საფინანსო დოკუმენტის მიღებამდე, ექვს საათზე მეტ ხანს უსმენდნენ კახა კალაძეს. თბილისის მერის მოხსენება რეპლიკების და შეძახილების ფონზე წარიმართა. კანონმდებლებთან არაერთხელ შევიდა დისკუსიაში თავად კახა კალაძე.

ბოლო ორი საათი დაეთმო შეფასებებს, რა დროსაც ძირითადად პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა ისეთ თემებზე, როგორიცაა მიხეილ სააკაშვილი და ევროინტეგრაცია. 

კახა კალაძეს კითხვები დაუსვეს ოპოზიციასა და ქალაქის მერიას შორის თანამშრომლობის შესახებ, რაზეც თბილისის მერმა განმარტა, რომ მას ჰქონდა თანამშრომლობის სურვილი, თუმცა ოპოზიციის მხრიდან შეურაცხყოფას იღებდა.

"გეთანხმებით იმაში, რომ მნიშვნელოვანია თანამშრომლობა. მე საუბრის დასაწყისში შემთხევით არ მითქვამს ეს და შემთხვევით არ გამიკეთებია განცხადება, რომ თანამშრომლობა ცალმხრივი ვერ იქნება. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამხელა შეურაცხყოფები, ზიზღი, პერფორმანსების მოწყობა და თუკი რაიმე სიბინძურე შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს, ყველაფერი იკადრეს. მანამდე, ყველანაირი მზადყოფნა იყო იმისთვის, რომ თბილისის მთავრობის სხდომაზე შესაძლებელი ყოფილიყო დასწრებულიყვნენ ადამიანები, ვისაც სურვილი ჰქონდათ. თქვენი ხელისუფლების პირობებში, თქვენი მაღალჩინოსნები ბიუჯეტს ძარცვავდნენ და სხვა ქვეყანაში მიჰქონდათ და კახა კალაძე იტალიაში ფეხბურთით და სპორტით გამოიმუშავებდა მილიონებს და საქართველოში ჩამოჰქონდა და რომ აქ დამებანდებინა, ხალხი დამესაქმებინა და ჩემ ქვეყანაში შემექმნა დოვლათი," - აცხადებს კახა კალაძე.

 

 

დღის ამბები