ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. ადგილზე ორგანიზაცია "საქართველო უპირველეს ყოვლისა" წევრი ხატია ჯანაშია იმყოფებოდა, რომელმაც ენმ-ის წევრებს ფრაზით "მკვლელებო" მიმართა და სურათები დაურიგა, რომელზეც მისი თქმით, წინა ხელისუფლების მიერ დაზარალებული პირებია აღბეჭდილი.